• ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის სრულად განხორციელებას.

გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი სასწავლო დისციპლინებისა, სასკოლო სასწავლო გეგმაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში   შეტანილია მეტყველების კულტურა, ჭადრაკი, რელიგიისა და კულტურის ისტორია, ფოლკლორი, ლოგიკა. ენობრივი უნარების განვითარება ხდება როგორც სპეცკურსებით, ისე საგნებთან ინტეგრირებული პროგრამებით.

  • უცხო ენებიდან ისწავლება ინგლისური, რუსული და გერმანული(ეს უკანასკნელი მშობელთა არჩევით)
  • მესამე საფეხურზე საატესტატო პროგრამები სავალდებულოა ყველა ქვეჯგუფისათვის, ხოლო სპეცკურსები ისწავლება ეროვნული გამოცდების სტანდარტების შესაბამისად აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაციის გათვალისწინებით. ამ მიზნით მესამე საფეხურზე ქვეჯგუფებში გაძლიერებულია ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი, თუ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 5-6-ს.
  • ყველა ქვეჯგუფში გაძლიერებულია საათობრივი დატვირთვა ქართულ და ინგლისურ ენებში.
  • გეგმაშია სპორტის სახეობა ხრიდოლი (ვაჟებისათვის), სპორტული აერობიკა(გოგონებისათვის),მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი.
  • მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში შეზღუდულია(16-18მოსწავლე)
  • სწავლების მაღალი ხარისხის მისაღწევად საჭიროების მიხედვით კლასები იყოფა ორ ქვეჯგუფად მათემატიკაში, ინგლისურ და ქართულ ენებში, ასევე სხვა საგნებში.
  • მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე სკოლა აქვს მოქნილი პოლიტიკა  სასწავლო სფეროში. დამატებითი მეცადინეობების საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს  ფასიანი მომსახურების სისტემა.
  • სკოლაში მუშაობს ქორეოგრაფიული ჯგუფი, ჭადრაკის წრე, აერობიკა.
  • სასწავლო კვირა ხუთდღიანია(მესამე საფეხურის მოსწავლეებისთვის- ექვსდღიანი).
  • დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის მუშაობს გახანგრძლივებული ჯგუფები, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად ამუშავებენ მეორე დღის გაკვეთილებს.
  • მშობელთა სურვილის შესაბამისად უზრუნველყოფილია ცხელი კერძებით კვება.
  • გლდანის მასივში მაცხოვრებელ მოსწავლეებს მოემსახურება ტრანსპორტი.
  • სკოლის ტექნიკური ბაზა გამართულია; უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით.
  • მაღალ დონეზეა დაცული მოსწავლეთა უსაფრთხოების, ჰიგიენის პირობები.
  • სკოლის კურსდამთავრებულები სწავლობენ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში.
  • ასევე, ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან ეროვნულ და სხვა სასწავლო ოლიმპიადებზე, სადაც იღებენ სიგელებსა და დიპლომებს.(იხილეთ სკოლის ვებგვერდზე – lashari.edu.ge და ფეისბუქგვერდზე-ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა „ლაშარი“).