სტატუსი:  კერძო  ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო  სკოლა

სკოლა დაფუძნდა   1995 წელს.

დამფუძნებლები: ჯენერი არქანია – ფიზიკოსი, ვლადიმერ მანგოშვილი – მათემატიკოსი

დამფუძნებლები დღეს: ჯენერი არქანია – ფიზიკოსი, სულხან არქანია  – იურისტი

სკოლაში  აღზრდის პრინციპები  ვაჟა-ფშაველას სამყაროდან იღებს სათავეს. ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებაში  მუდმივად ვახმიანებთ ფრაზებს:

„…ბილწთ არ შავეკვრი ზავითა…“

“ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე
მძინარეც ამას ვდუდუნებ”

„ ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა?!“

„ლაშარის გორზე შადგომა“  ჩვენი მიზანია.  ამიტომაც დაერქვა სკოლას „ლაშარი“.

…  ჩვენი სკოლის ნათლია, ცნობილი ქართველი პოეტი ,  ვაჟა ხორნაულია.

„ლაშარში“ ინტელექტუალური, ფრიად განსწავლული, პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან.

„ლაშარი“  ჩვენი სამყაროა, თბილი და ოჯახური. ჩვენ აქ მხოლოდ მეცნიერების საფუძვლებს როდი ვეუფლებით, ვსწავლობთ ცხოვრებას, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ  სამყაროს , საკუთარი თავის შემეცნებაში.

„ლაშარელები“ ეცნობიან სახვადასხვა რელიგიის ისტორიას, ამასთან,    მართლმადიდებელობის  აღმსარებელნი არიან.  ეს მათი ცხოვრების ნაწილია, წინაპართაგან დანატოვარი.

მოსწავლეები ინტერესით ეცნობიან მსოფლიოს ხალხთა და საკუთრი ქვეყნის ფოლკლორსა და მითოლოგიას. იფართოებენ თვალსაწიერს  და ყალიბდებიან  განათლებულ, ტოლერანტულ და  თავისუფალ ადამიანებად.

რას სთავაზობს სკოლა მომხმარებელს:

  • კვალიფიციური პედაგოგიური კადრები
  • ურთიერთობის მაღალი კულტურა
  • მაღალი მოთხოვნები და ობიექტური შეფასების სიტემა.
  • მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში შეზღუდულია(არა უმეტეს 16)
  • I კლასში სავალდებულოა ყველა დისციპლინა, რომელიც დამტკიცებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
  • დაწყებით ბლოკში განსხვავებულ დისციპლინებს შორის ისწავლება მეტყველების კულტურა, რელიგიისა და კულტურის ისტორია, ჭადრაკი, ფოლკლორი. მესამე საფეხურზე- ლოგიკა.
  • ინგლისური ენა ისწავლება I კლასიდან.
  • რუსული ენის სწავლება იწყება IV კლასიდან
  • VI კლასში სკოლა სთავაზობს მშობელთა კოლექტივს გერმანული ენის სწავლებას
  • IV – VI კლასელები სწავლობენ ფოლკლორს.
  • მესამე საფეხურზე (X – XII კლასები)ხორციელდება როგორც საატესტატო, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის  მოსამზადებელი პროგრამა.

(მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მიხედვით საგამოცდო საგნებში ყალიბდება ქვეჯგუფები, ქვეჯგუფებში  ისწავლება სპეცკურსები. )   ქვეჯგუფში ირიცხება 5-8 მოსწავლე.

  • სკოლის სტატისტიკის მიხედვით მოსწავლე, რომელიც სრულად არის ჩართული სასწავლო პროცესში წარმატებით აბარებს როგორც საატესტატო, ისე ერთიან ეროვნულ გამოცდებს, იღებს მაღალი ხარისხის სახელმწიფო დაფინანსებას.
  • იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით მუშაობას პროგრამული ჩამორჩენის გამო, მუშაობს დახმარების ქვეჯგუფები, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად მუშაობენ ძველი მასალის საფუძვლიან დამუშავებაზე.(მომსახურება ხორციელდება მშობლის ფინანსური თანამონაწილეობით.)
  • I-VIკლასებში 18.00 სთ-მდე მუშაობს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი. გახანგრძლივებულ ჯგუფში მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს მეორე დღის დავალებებს მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ.
  • მოსწავლეთა კლუბები მუშაობენ სკოლის შემოქმედებითი სამსახურის წინამძღოლობით. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ საკუთარი მიდრეკილებების შესაბამისად ჩაერთონ სკოლის შემოქმედებით მუშაობაში.
  • მოსწავლეთა კვებას უზრუნველყოფს სასკოლო კვების ბლოკი, სადაც დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის მშობლის სურვილის მიხედვით  დასაშვებია კვება ცხელი კერძებით.
  • სკოლა უზრუნველყოფილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, კომპიუტერული კლასით, სპორტული დარბაზით. ისწავლება ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი.
  • სკოლასთან ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია, ხალხურ საკრავებისა და სიმღერის შემსწავლელი ჯგუფი, სამეჯლისო ცეკვების ჯგუფი.