1. შეფასების პრინციპები.

 

        4.1. სასწავლო პროცესში გამოყენებული ოფიციალური სტატუსის მქონე შეფასებები:

  • მიმდინარე შეფასება (კომპონენტური).
  • სემესტრული შეფასება
  • საგამოცდო შეფასება
  • საგნის წლიური შეფასება(მრგვალდება მთელი სიზუსტით)
  • საერთო წლიური შეფასება(ყველა საგნის წლიური შეფასებების საშუალო არითმეტიკული. მრგვალდება მეათედი სიზუსტით.)
  • საფეხურის შეფასება(ყველა კლასის საერთო წლიურ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული. მრგვალდება მეათედი სიზუსტით.)

ამის გარდა გამოყენებაშია ე.წ. შუალედური შეფასებები:

  • წინასემესტრული შეფასება (გამოიყვანება მხოლოდ კომპონენტურ შეფასებათა საფუძველზე), გამოიყენება სასკოლო მონიტორინგის ჯგუფის მიერ  სარეიტინგო  წერებთან  შედარებისა და ანალიზისათვის.         

 4.2.  ქულების დამრგვალების წესი

  • წლიური, საგამოცდო და სარეიტინგო შეფასებების დაწერისას ქულების დამრგვალება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით: 

    ქულა                შეფასება

  • 0   –  10 –––––––  1
  • 11  – 20 –––––––  2
  • 21  – 30 –––––––  3
  • 31  – 44 –––––––  4
  • 45  – 54 –––––––  5
  • 55  –  64 ––––––   6
  • 65  – 74 –––––––  7
  • 75  –  84 ––––––   8
  • 85  –  93 ––––––   9
  • 94  – 100 ––––––  10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.3. სემესტრული შეფასებების გამოყვანა

4.4. წლიური შეფასების გამოყვანა ხდება სემესტრული  და საგამოცდო შეფასებების   საშუალო  არითმეტიკულით .

4.5. ბარიერების დაძლევის პირობები

 საგანი ჩაითვლება დაძლეულად თუ:

 

მოსწავლის  წლიური შეფასება  არის არანაკლები 4 -სა იმ პირობით, რომ მისი საერთო წლიური შეფასება არის 5-ზე მეტი.

თუ მოსწავლის წლიური შეფასება საგანში ნაკლებია 4-ზე, მას ენიშნება საშემოდგომო გამოცდა საგანში.

მომდევნო კლასში გადასაყვანი ბარიერის დაძლევის მიზნით მოსწავლეს უფლება აქვს ჩააბაროს საშემოდგომო გამოცდა მისთვის სასურველ საგანში იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო წლიური შეფასება ნაკლებია ან ტოლი ხუთისა, თუმცა მას შესაძლოა დაძლეული ჰქონდეს საგნის ბარიერი(4) ყველა საგანში.

 

მომდევნო კლასში გადაყვანის პირობები:

მოსწავლე მომდევნო კლასში გადაიყვანება, თუ მისი საერთო წლიური შეფასება მეტია 5(ხუთ) ქულაზე(დამრგვალებამდე).

საფეხურის დამთავრების პირობები:

 

დაწყებითი საფეხური დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ნიშანი მეტია 5-ზე (დამრგვალებამდე), რაც მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების  უფლებას აძლევს.

საბაზო  საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) იქნება არანაკლებ 5.1-ისა, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

საშუალო  საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) იქნება არანაკლებ 5.1-ისა, რაც აძლევს მას საატესტატო გამოცდაზე გასვლის უფლებას.

 

ლაშარში« სწავლის გაგრძელების უფლებას ინარჩუნებს ყველა მოსწავლე, რომელმაც დაძლია კლასიდან კლასში გადაყვანის მინიმალური ბარიერი. სხვა სკოლაში გადასვლის რეკომენდაცია ეძლევა მოსწავლეს ცალკეულ შემთხვევებში,  მისი აკადემიური მოსწრებიდან თუ ყოფაქცევიდან გამომდინარე.

4.6.ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეთ შეფასება

  • საგნობრივი ოლიმპიადების მე–2 ტურში გამარჯვებული მოსწავლეები თავისუფლდებიან გამოცდებიდან (სარეიტინგო წერიდან) ამ საგანში. სემესტრული, თუ წლიური შეფასების გამოყვანა მოხდება არსებული შეფასებების საფუძველზე.
  • გამოცდიდან გათავისუფლებულ მოსწავლეს საკუთრი სურვილის, ან ინტერესების გათვალისწინებით შეუძლია ჩააბაროს გამოცდა.

 

მოსწავლეთა შეფასება

მოსწავლე ფასდება სხვადასხვა ფორმის სამუშაოთი (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

 

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება

  1. სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
  2. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
  3. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
  4. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

 

განმავითარებელი განმსაზღვრელი
მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

 

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

სწავლის ხარისხის გაკონტროლება;

მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა

შეფასების საგანი სწავლის პროცესი

 

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ. მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

 

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით – რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს) იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;

კითხვარი;

სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;

უნარის განვითარების დონის აღწერა.

ქულა

 

 

 

 

 

 

 

 

 

აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

  1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
  2. I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს მოკლე, შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც ახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
  3. V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
  4. მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
  5. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
  6. საგანში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
  7. დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
  8. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ – ვებგვერდი, 29.08.2011 წ.  მიხედვით)

 

 

 

 

ქულები შეფასების  დონეები
10 მაღალი
9
8 საშუალოზე მაღალი
7
6 საშუალო
5
4 საშუალოზე დაბალი
3
2 დაბალი
1

 

 

 

 

საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები

  1. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) საშინაო დავალება;

ბ) საკლასო  დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.

  1. შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
  2. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
  1. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად  თითოეული საგნისათვის განსაზღვრულია სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობა. ამ კომპონენტით შეფასებისას:

ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);

ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი.)

გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, მოსწავლეს შეუძლია აღადგინოს გამოტოვებული შემაჯამებელი სამუშაო უახლოეს შაბათს.

 

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);

გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში აისახება აგრეთვე წლიური გამოცდის ქულა.

დ) საერთო წლიური ქულა – საგნების წლიური ქულებიდან გამომდინარე შეფასება;

ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

 

ქულების გამოანგარიშების წესი

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

  1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);

გ)  სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და  განსაზღვრულია, რომ  ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე. საგნის წლიური ქულა სამი (ორი – საგნის სემესტრული და ერთი – გამოცდის)  ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

  1. საერთო წლიური  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საერთო წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიური ქულა (საშუალო საფეხურზე, აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად) და ჯამი გაიყოს ქულების რაოდენობაზე;

ბ) საერთო წლიური ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდე).

  1. საფეხურის საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი, ქართული მე-11 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

 

 

კლასისა და საფეხურის  დაძლევა

 

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
  2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ)  არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  3. საბაზო საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
  4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0-ან მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას.

 

გაცდენები

  1. მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის საათის გაცდენა, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
  2. სკოლა ვალდებულებას იღებს შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
  3. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში:

ა) ერთი კვირის მანძილზე სკოლის გაცდენის შემთხვევაში, თუ სკოლა აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე;

ბ) ერთ კვირაზე მეტი ვადით სკოლის გაცდენის შემთხვევაში, თუ სკოლა – აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული სკოლის დირექტორი ან მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №199/ნ – ვებგვერდი, 14.12.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №228/ნ – ვებგვერდი, 03.01.2012 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №111/ნ – ვებგვერდი, 11.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 14 ივნისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.

 

მუხლი 23.  გამოცდის ტიპები

  1. სკოლაში ტარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;

გ) საშემოდგომო გამოცდა;

დ) ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა;

ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.

  1. სემესტრული გამოცდა ინიშნება დირექციის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე რიგ საგნებში.
  2. ენიშნება ცალკეულ მოსწავლეს საგნის მასწავლებლის რეკომენდაციით სემესტრული შეფასების ამაღლების სურვილის შემთხვევაში.
  3. გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
  4. წლიური გამოცდა ინიშნება დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  5. წლიური გამოცდა იმართება V-XII კლასებში: მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებში.
  6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
  7. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები,  სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
  8. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  9. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
  10. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
  11. ექსტერნატის   ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
  12. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომელთაც საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 1/2 და  მეტი აქვთ გაცდენილი.
  13. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
  14. სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესსი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
  15. სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.

 

 

მუხლი 24. ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები

 

ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები     და მათი გაცემის წესი განსაზღვრება კანონმდებლობით.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

 

  1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისება ხდება სიიგელით.
  2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
  3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანი მეათედამდე დამრგვალების შედეგად არის 9.8 და 9.9 და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
  4. პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.