თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა „ლაშარის“ წესდება

 

 

„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა“

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს ”ლაშარი”-ს

დირექტორის მიერ 2016 წლის 01 სექტემბრის №1/1 ბრძანებით

 

/————————————-/

 

 

 

 

ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება

  « »-ს

სასკოლო დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი

2016 წელი

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

  1. ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება შპს „ლაშარი“ (შემდგომში – სკოლა) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

  2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, შპს „ლაშარის“ წესდების, შინაგანაწესის, ამ დებულების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

  3. სკოლა შექმნილია კერძო ქონების (საკუთრების) საფუძველზე და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 28 სექტემბრის №312 გადაწყვეტილების თანახმად.

  4. სკოლის ურთიერთობები თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, ამ დებულებითა და სკოლის შინაგანაწესით.

  5. სკოლა საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩლედ და მოპასუხედ.

  6. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

  7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი №5.

ტელ.: 551 77 12 54, ვებ-გვერდი: www.lashari.edu.ge  ელ.ფოსტა: schoollashari@yahoo.com.

 

მუხლი 2. მიზნები,ფუნქციები და საქმიანობის საგანი

  1. სკოლის მიზანია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რათა მოსწავლეებს შეუქმნას საფუძველი მომდევნო საერთაშორისო სტანდარტის მქონე პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის,  მსჯელობის უნარის  და კრიტიკული  აზროვების  განვითარებაში. ჩართოს ისინი სხავდასხვა სახის პროექტებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში;

გ) ხელი შეუწყოს მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას;

დ) აღზარდოს ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქე, იზრუნოს მოსწავლეების პიროვნების მორალურ და ესთეტიკურ განვითარებაზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ, ეკოლოგიურ ცნობიერებაზე.

  1. დასახული მიზნების მისაღწევად სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს:

- სასკოლო-სასწავლო გეგმას;

- საგანმანათლებლო პროგრამებს;

- დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათი განხორციელების მეთოდებს;

- სკოლის საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მეთოდებსა და ფორმებს;

- სკოლის შიდა-სამართლებრივ აქტებს (სკოლის შინაგანაწესს, წინამდებარე დებულებას და სხვ.).

მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა და მართვა

  1. სკოლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონით ”მეწარემეთა შესახებ”, ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესით, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  2. სკოლის მართვის ორგანოებია: საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა საბჭო, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, დისციპლინური კომიტეტი და მოსწავლეთა თვითმმართველობა.

  3. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი პარტნიორები ერთობლივად.

 

მუხლი 4. სკოლის დირექცია

  1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორის (დირექტორის მოადგილე), მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის, საგაკვეთილო პროცესის კოორდინატორისა და შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზატორისაგან.

  2. სკოლის ადმინისტრაციის წევრები არიან: ფინანსური მენეჯერი, მატერიალურ-ტექნიკური მენეჯერი, მდივან-რეფერენტი, IT მენეჯერი, ბიბლიოთეკარი და სკოლის ექიმი.

  3. სკოლას ჰყავს დამხმარე პერსონალი დამლაგებლისა და დარაჯის სახით.

 

 

 

მუხლი 5. სკოლის დირექტორი

  1. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ) ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;

გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით;

დ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) შეიმუშავებს საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შიდა-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში;

ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ პერსონალთან, პედაგოგებთან და დამხმარე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;

ზ) უფლებამოსილია მართვის ყველა რგოლს განუსაზღვროს დამატებითი უფლება-მოვალეობები;

თ) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები სკოლის სახელით, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში;

კ) განკარგავს თანხებს ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერით მიღებული დაფინანსებიდან და მოსწავლეთა მშობლების მიერ გადახდილი მოსწავლის სწავლების ღირებულებიდან;

ლ) უფლებამოსილია გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარებები სკოლის თანამშრომელებზე, დაუნიშნოს სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებს;

მ) მოქმედი კანონმდებლობის, შპს ”ლაშარის” წესდებისა და ამ დებულების საფუძველზე განაგებს სკოლის ქონებას;

ნ) ხელმოწერით ადასტურებს სკოლის საფინანსო დოკუმენტებს;

ო) განიხილავს თანამშრომელთა და მოსწავლეთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს.

  1. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებას და სააღმზრდელო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას;

ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

გ) სკოლის მისიის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას.

მუხლი 6. სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის წევრთა უფლებამოსილებანი

  1. აღმასრულებელი დირექტორი (დირექტორის მოადგილე)

ა) ასრულებს ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციებს. პასუხისმგებელია გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე, რომელიც აუცილებელია განათლების სისტემაში რეფორმის შედეგების მისაღწევად;

ბ) პასუხისმგებელია მასწავლებელთა მიერ წარმოებული პორტფოლიოების მონიტორინგზე;

გ) აწარმოებს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგს;

დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას. ამისათვის იგი:

- დამრიგებელთა კანდიდატურებს წარუდგენს სკოლის დირექტორს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

- ატარებს მათი მუშაობის მონიტორინგს და ყოველი სემესტრის ბოლოს შედეგებს წარუდგენს სკოლის დირექტორს;

ე) ხელს უწყობს  პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებაში;

ვ) შეიმუშავებს სტატისტიკას საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად;

ზ) თვალყურს ადევნებს კათედრების მუშაობას;

თ) ხელმძღვანელობს კონფერენციებზე მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენას, უზრუნველყოფს ოლიმპიადებზე მოსწავლეთა მონაწილეობას.

  1. მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

ა) ახორციელებს სასკოლო მონიტორინგს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად;

ბ) პასუხისმგებელია მონიტორინგის დებულების შესაბამისად განაწილებული ფუნქციების შესრულების კონტროლზე;

გ) კოორდინირებას უწევს სამსახურის მუშაობას;

დ) ყოველი სემესტრის ბოლოს ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ე) არის სასკოლო ჟურნალებზე მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.

  1. საგაკვეთილო პროცესის კოორდინატორი

ა) ადგენს გაკვეთილების ცხრილს;

ბ) პასუხისმგებელია საგაკვეთილო პროცესის კოორდინაციაზე;

გ) პასუხისმგებელია მასწავლებელთა შეცვლის აღრიცხვაზე;

დ) პასუხისმგებელია ჩატარებული გაკვეთილების აღრიცხვაზე;

ე) ახორციელებს ხელფასის ტაბელის შედგენას;

ვ) ახორციელებს სწავლის გადასახადის საბანკო ქსელში მოძრაობის აღრიცხვას;

ზ) აღრიცხავს სწავლის გადასახადის დავალიანების მქონე მოსწავლეებს და ატყობინებს მათ მშობლებს დავალიანების თაობაზე.

  1. შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზატორი

ა) იგი კოორდინაციას უწევს სკოლაში კლასგარეშე მუშაობას;

ბ) თანამშრომლობს კლასის დამრიგებლებთან, საგნის მასწავლებლებთან, საგნობრივ კათედრებთან,  მოსწავლეთა თვითმმართველობასთან;

გ) კოორდინაციას უწევს სკოლის თანამშრომლობას თეატრთან და კინოსთან, გალერეებთან და საგამოფენო ცენტრებთან, ხელმძღვანელობს მოსწავლეთა მონაწილეობას სასწავლო  და მხატვრულ- შემოქმედებით ოლიმპიადებში;

დ) ხელს უწყობს სასკოლო აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობას;

ე) კოორდინაცია უწევს სასკოლო სპორტულ ღონისძიებებს.

  1. ფინანსური მენეჯერი

ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას.

ბ) ახორციელებს საბუთების დროულ გაფორმებას და აკონტროლებს ჩატარებული ფინანსური ოპერაციების კანონიერებას.

გ) ახორციელებს სკოლის ფულადი სახსრების მოძრაობის  და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვასა და გაცემას.

დ) აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას.

ე) ახორციელებს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და დაწესებულ ვადებში საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებში წარდგენას.

ვ) ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვისა და რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, აგრეთვე, სხვა ბუღალტრული საბუთების შენახვასა და არქივაციას.

ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს ფინანსურ შედეგებს.

თ) საათობრივი დატვირთვის მიხედვით ამზადებს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს.

ი) ამზადებს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკს და აკონტროლებს მის შესრულებას.

კ) აღრიცხავს სკოლის მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობას და ამზადებს მასალებს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის.

  1. მატერიალურ-ტექნიკური მენეჯერი

————————————————

  1. საქმის მწარმოებელი

ა) ხელმძღვანელობს სკოლის კანცელარიის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული საქმის წარმოების ერთიანი წესის შესაბამისად.

ბ) პასუხისმგებელია სკოლის არქივის დაცვაზე.

გ) პასუხისმგებელია თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგებაზე.

დ) აკონტროლებს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას.

ე) აწარმოებს სკოლის ბრძანებების, მოსწავლეთა ანბანურ, შემოსული და გასული კორესპონდენციების წიგნებს.

ვ) პასუხისმგებელია დირექტორის ბრძანებების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობაზე.

  1. IT მენეჯერი

ა) ხელს უწყობს საგამოცდო პროცესის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას;

ბ) ხელმძღვანელობს სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინფრასტრუქტურის (პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური უზრუნველყოფა, ქსელი) მოვლასა და განახლებას.

გ) განსაზღვრავს სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს ისტ-ის სფეროში.

დ) კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული სისტემის განვითარებას (ვებგვერდი, მოსწავლეების საინფორმაციო ბაზა, დოკუმენტაციის მართვის სისტემა და სხვ.)

ვ)  გეგმავს, კოორდინაციას უწევს და შეიმუშავებს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენების გზებს.

ზ) ახორციელებს შიდა სასკოლო ტესტური წერების პროგრამულ უზრუნველყოფას.

  1. ბიბლიოთეკარი

ა) ხელმძღვანელობს სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობას.

ბ) პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაში არსებული ინვენტარის და ლიტერატურის (წიგნის ფონდის) მოვლა-პატრონობაზე.

გ) დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების შეძენაში.

დ) სისტემატურად აკეთებს ინფორმაციას პედსაბჭოზე ახლადმიღებული ლიტერატურის მეთოდური რეკომენდაციების შესახებ.

ე) თანამშრომლობს საგნობრივ კათედრებთან.

ვ) აწარმოებს სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის საინვენტარო წიგნს და ანბანურ კართოთეკას. აკონტროლებს გაცემული წიგნების აღრიცხვას და მათ დროოულ დაბრუნებას.

  1. სკოლის ექიმი

ა) წარმართავს საქმიანობას სკოლის აღსაზრდელთა უწყვეტი სამედიცინი მეთვალყურეობისათვის, ბავშვთა ქრონიკული დაავადებების გამოვლენისათვის და ინფექციური დაავადებების  პრევენციისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად.

ბ) მუდმივად ზრუნავს სკოლაში აუცილებელი პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და საშუალებების მარაგის შევსებაზე.

გ) უზრუნველყოფს ბავშვთა ავადობის დოკუმენტაციის კართოტეკის შექმნას, განსაკუთრებით ხშირად მოავადე და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების საუბნო პოლიკლინიკებიდან მათი ფ.№IV-100/ა – ს მიხედვით.

დ)     სისტემატიურ ზედამხედველობას უწევს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას გრიპის ეპიდემიის დროს, საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდაციას უწევს დირექციას მოსწავლის (მოსწავლეების) სკოლიდან განთავისუფლების შესახებ. ამასთანავე, პასუხისმგებელია:                                                                                                                         – ასეთ ბავშვებთან კონტაქტში მყოფი თანაკლასელებისათვის პრევენციული დახმარების ჩატარებაზე;                                                                                                                                                                      – მშობელთა ინფორმირებაზე.

მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა კოლეგიური ორგანო, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობს სკოლის ყველა მასწავლებელი.

  2. პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს.

  3. პედაგოგიური საბჭო ქმნის საგნობრივ კათედრებს და დირექტორთან ერთად აკონტროლებს მათ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში განიხილავს მათი შეერთების, გაყოფის მიზანშეწონილობის საკითხს.

  4. პედაგოგიური საბჭო საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

  5. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 8. საგნობრივი კათედრები

  1. სკოლაში საგნობრივი კათედრები იქმნება პედაგოგიური საბჭოს მიერ.

  2. კათედრის წევრი არის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კათედრაში შემავალ შესაბამის საგანს.

  3. კათედრის ხელმძღვანელი აირჩევა კათედრის წევრთაგან ერთი სასწავლო წლის ვადით.

  4. სასწავლო წლის განმავლობაში კათედრის სხდომა ტარდება სულ ცოტა ოთხჯერ.

 

მუხლი 9. დისციპლინური კომიტეტი

  1. დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით, პედაგოგიური საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობას ყოველწლიურად განსაზღვრავს პედაგოგიური საბჭო (არაუმეტეს 5 ადამიანისა).

  2. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით. თუ დისციპლინური დევნა მიმდინარეობს დისკომიტეტის წევრის მიმართ, მაშინ ასეთი პირი საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ იღებს.

  3. დისციპლინური კომიტეტი ხელმძღვანელობს სკოლის შინაგანაწესით.

 

 

მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც  წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

  2. მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანია ორგანიზაცია გაუწიოს მოსწავლეთა მუშაობას კლუბებში და დაიცვას მოსწავლეთა ინტერესები სკოლის სხვა სტრუქტურების წინაშე.

  3. მოსწავლეთა თვითმმართველობა შეიმუშავებს დებულებას, ირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს მუშაობას დებულების შესაბამისად.

  4. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

  5. მოსწავლეთათვითმმართველობა:

    ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

    ბ) უფლებამოსილია, სკოლის დირექციას წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

მუხლი 11. ინფორმაციის საჯაროობის მექანიზმები

  1. სკოლის ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის წესდება და შინაგანაწესი. ასევე, სასკოლო ცხოვრების  მარეგულირებელი აუცილებელი დებულებები.

  2. ყველა დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდება სკოლის კანცელარიაში არსებულ საჯარო ინფორმაციაზე.

  3. შენობის ინტერიერში გამოკრულია მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთათვის საჭირო საჯარო ინფორმაცია.

  4. უზრუნველყოფილია მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების გასაჩივრება და გადახედვა.

 

მუხლი 12. სკოლის ბიუჯეტის წყაროები და შემოსულობების განაწილების წესი

  1. სკოლა ეწევა კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერი სახის სამეურნეო და სამეწაარმეო საქმიანობას, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც ეწინააღმდეგება პედაგოგიური ეთიკის ნორმებს და საზიანოა სასწავლო პროცესის ხარისხიანი წარმართვისათვის.

  2. სკოლის ბიუჯეტის წყაროებია: სწავლის გადასახადი, სახელმწიფო ვაუჩერი, ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან და სხვადასხვა სახის სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობის შედეგად, აგრეთვე ფულადი საჩუქრებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები. იგი ხმარდება თანამშრომელთა ხელფასებს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, ქველმოქმედებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას კაპიტალის დასაგროვებლად.

  3. ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებაში ან სხვა სახის სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და მისი განაწილების ფორმები სრულად აისახება სკოლის ხარჯთაღრიცხვაში.

  4. სხვა პირებთან ურთიერთობისას სკოლა პასუხს აგებს მხოლოდ საკუთრი ქონების ფარგლებში.

 

მუხლი 13. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცვიის წესი

  1. სკოლის რეორგანიზაცია არის  დამფუძნებელთა პრეროგატივა.

  2. სკოლის ლიკვიდაცია დასაშვებია დამფუძნებელთა განცხადების საფუძველზე, ან სასამართლო წესით.