ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა «ლაშარი»
2014-2015 სასწავლო წელი
- გამდიდრებული (პროგრამა)
- აქსელერაციული (კომპაქტური) პროგრამა
- პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის
გამდიდრებული პროგრამა ნიჭიერი მოსწავლეებისათვის
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები
- პროგრამის არსი
- ნიჭიერი მოსწავლეების იდენტიფიცირება
- პასუხისმგებლიბის გადანაწილება
- მშობლის როლი პროგრამის განხორციელებაში
სკოლა მოვალეა იზრუნოს თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე. მათშორის ნიჭიერ მოსწავლეებზე, რომლებსაც აქვთ ნიჭი, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ დიდი ძალის რეალიზებას სკოლაში და შესაბამისად, ცხოვრებაში.
როგორც საგანმანათლებლო სფეროში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, სასკოლო საზოგადოების წინაშე ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ნიჭიერი ბავშვების «პრობლემა».
ხშირად გაიგონებთ ამგვარ ფრაზას, «ნიჭიერია,მაგრამ ზარმაცი». სინამდვილეში ეს ხშირად არასწორად დაგეგმილ სასწავლო პროცესს გულისხმობს.
გამდიდრებული პროგრამის მიზანია გაზარდოს მოსწავლეთა ძალისხმევა და დაეხმაროს მათ ნიჭის რეალიზებაში. პროგრამა. აგრეთვე. მიზნად ისახავს განავითაროს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.
უპირველესად საჭიროა განისაზღვროს რას ნიშნავს ნიჭიერი მოსწავლე
სპეციალისტების აზრით ნიჭი შესაძლოა განისაზღვროს რამდენიმე კრიტერიუმით
- ზოგადი ინტელელექტუალური უნარები
- კარგი აკადემიური მოსწრება
- შემოქმედებითი ან პროდუქტიული აზროვნების უნარი
- ლიდერობის უნარი
- შემოქმედებითი უნარი
- ინტერესი და მოტივაცია
თუმცა, აშკარაა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნიჭი, მაგრამ, ამასთან დაქვეითებული მოტივაცია და ინტერესიც.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნიჭიერება უნდა შეფასდეს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით. საგულიხმოა, რომ ეს ფაქტორები უნდა გულისხმობდეს არამარტო გამოვლენილ უნარებს, არამედ პოტენციურსაც.ხოლო ჩვენი აზრით პედაგოგიკა სწორედ პოტენციურის გამოვლენასა და გამრავალფეროვნებას გულისხმობს.
ზოგადად, ნიჭიერ მოასწავლეებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აერთიანებთ:
- დაკვირვების უნარი(დეტალების შემჩნევა და ანალიზი)
- ინტელექტუალური აქტივობით სიამოვნების განცდა
- აბსტრაქციის უნარი
- მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, გაანალიზება
- კრიტიკული აზროვნება
- ცნობისმოყვარეობა
- ორიგინალური გზების ძიება პრობლემის გადაჭრისას
როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი მოსწავლე?
ნიჭიერი მოსწავლის გამოსავლენად საჭიროა მივმართოთ რამდენიმე გზას:
- ტესტირება ინტელექტუალური კოეფიციენტის დასადგენად
- მასწავლებელთა რეკომენდაცია
- მშობელთან გასაუბრება
აშკარაა, რომ კვლევა კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. და სრულყოფილ შედეგს მხოლოდ სამივე ხერხის გამოყენებისას მივიღებთ.
შემდეგი საფეხურია სპეციალურ პროგრამებზე მუშაობის დაწყებ,ა რაც გულისხმობს როგორც გამდიდრებულ, ასევე აქსელერაციულ პროგრამებს.
ნიჭიერი ბავშვების იდენტიფიკაციის პროცესი.
სკოლა რეგულარულად ახდენს მოსწავლეთა როგორც აკადემიური, ასევე სოციალური უნარების მონიტორინგსა და ანალიზს. (იხ. სოციალური უნარების დიაგრამა. აკადემიური შედეგების დიაგრამები)
აკადემიური შედეგების ინდივიდუალურ გრაფიკებს აანალიზებს მონიტორინგის ჯგუფი .
ცხადი ხდება თითოეული მოსწავლის ძალისხმევის დონე . მათი უკუსვლისა თუ წინსვლის დაკვირვება
სოციალური უნარების გრაფა ივსება დამრიგებლების მეთვალყურეობითა და მასწავლებელთა აქტიური მონაწილეობით სემესტრში ერთხელ.
მონიტორინგის ჯგუფისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ამ ორი უმნიშვნელოვანესი სასკოლო დოკუმენტის შედარებითი ანალიზი, რის საფუძველზეც გამოიკვეთება მოსწავლეთა ინტერესები, მიდრეკილებები და პრობლემები.
შედარებითი ანალიზი კეთდება დამრიგებლებისა და მასწავლებლების აქტიური თანამშრომლობით. საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლის ჩართვა პროცესში.
შედარებითი აანალიზისას იკვეთება მოსწავლეთა რამდენიმე კატეგორია:
- მოსწავლეები, რომლებიც დაახლოებით ერთგვარ წარმატებას აღწევენ როგორც აკადემიური, ასევე სოციალური უნარების მიხედვით.
- მოსწავლეები, რომლებსაც დაბალი მაჩვენებელი აქვთ აკადემიური თვალსაზრისით , მაგრამ მეორე მხრივ, მაღალი ქულები აქვთ მოპოვებული სოც.უნარების ისეთ კრიტერიუმებში, რომლებიც ცხადს ხდიან მათ პოტენციურ შესაძლებლობას იყვნენ წარმატებულნი.
ამგვარად, ცხადი ხდება, რომ არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც ნიჭთან ერთად აქვთ მოტივაცია და ძლიერი ძალისხმევა რათა ისწავლონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო, მეორე მხრივ, გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ უნარი, მაგრამ არ გააჩნიათ სათანადო მოტივაცია.
საყურადღებოა აგრეთვე ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: ხანდახან შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსწავლეს, რომელსაც უკეთესი შდეგები ჰქონდა წინა წელს, ან თუნდაც წინა სემესტრში, შესაძლოა დაკარგოს მოტივაცია და რომელიმე ერთი ან ორივე დიაგრამის მიხედვით გააუარესოს საკუთარი მაჩვენებლები.ეს კი სასკოლო ცხოვრების წინაშე აყენებს სპეციალური კვლევის ჩატარების აუცილებლობის, სპეციალური პროგრამების დანერგვის საკითხს.
გამდიდრებული პროგრამის შედგენა.
გამდიდრებული პრორამების შედგენის საკითხი განიხილება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.
კათედრა მუშაობას იწყებს სწავლის დაწყებამდე და უზრუნველყოფს პროგრამის შედგენას სწავლის დაწყებიდან ორი კვირიდან ერთი თვემდე ვადაში.
გამდიდრებულ პროგრამას ადგენს საგნის მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფის ან მოსწავლის ინტერესებიდან და საბაზისო ცოდნიდან გამომდინარე.
გამდიდრებული პროგრამის როგორც წლიური, ასევე თემატური სილაბუსები განიხილება და დასტურდება კათედრის წევრების მიერ.
პროცესი წარიმართება მასწავლებლისა და მოსწავლის (ან მოსწავლეთა ჯგუფის) მჭიდრო თანამშრომლობით.
ორ კვირაში ერთხელ(საჭიროების შემთხვევაში ერთ კვირაში) მოსწავლეები და მასწავლებელი ხვდებიან ერთმანეთს და აჯამებენ ორ კვირაში შესრულებულ სამუშაოებს, აანალიზებენ წამოჭრილ პრობლემებს და ათვალიერებენ პორტფოლიოს მასალებს. ადგენენ ახალ მცირე გეგმას და ათანხმებენ ახალი შეხვედრის დროს.(არაუმეტეს ორი კვირისა).
გამდიდრებული პროგრამის ხელმძღვანელი უმჯობესია იყოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის მასწავლებელი,რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან და კარგად იცნოპბს მათ ინტერესებს, შესაძლებლობებსა და პრობლემებს.
გამდიდრებული პროგრამის მეთვალყურეობას ახორციელებს კათედრის თავმჯდომარე,რომელიც ყოველი თემატური სილაბუსის დამთავრების შემდეგ იგი აკეთებს ჩანაწერებს მიღწეული და მიუღწეველი შედეგების შესახებ. ჩანაწერები კეთდება მოსწავლის პორტფოლიოს მიხედვით.
მონიტორინგი ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ორ კვირაში ერთხელ.
სკოლის მაშტაბით მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი.
გამდიდრებული პროგრამის შესახებ ანგარიში წარედგინებათ მშობლებს სემესტრში ერთხელ. ხდება პორტფოლიოს დაცვა, რომელზე დასწრებაც შეუძლია მშობელს, რომელიც მთელი წლის მანძლზე მჭიდრო კავშირშია პროგრამის ხელმძღვანელთან.
მოსწავლეს უფლება აქვს შეწყვიტოს გამდიდრებულ პროგრამაში მუშაობა სურვილის მიხედვით.
აქსელერაციული პროგრამა
აქსელერაციული, ანუ დაჩქარებული პროგრამა, ასევე, ინკლუზიური ხასიათისაა და იგი გათვალისწინებულია არა მოსწავლეთა ჯგუფის, არამედ ერთი კოპნკრეტული მოსწავლისათვის.
საქმე გვაქვს ერთ კონკრეტულ ინდივიდთან, რომლის შესაძლებლობებიც გამოკვეთილად აღემატება კლასის საერთო ინტელექტუალურ მაჩვენებელს.
ამ შემთხვევაში დაუშვებლად გვეჩვენება ერთი პროგრამით მუშაობა. რადგან, ეს აუცილებლად გამოიწვევს გამორჩეული მოსწავლის მხრიდან ძალისხმევის შესუსტებასა და ინტერესის დაკარგვას სასკოლო ცხოვრების მიმართ.
სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულადაა დანერგილი ე.წ. აქსელერაციული პროგრამა, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ კომპაქტურ პროგრამას.
ამგვარი პროგრამის მეშვეობით მოსწავლე დაჩქარებულ ვადებში ითვისებს სასწავლო პროგრამას ხელმძღვანელების დახმარებით.
რასაკვირველია, ამ პროგრამას აქვს თავისი ნეგატიური მხარეც:
- პროგრამა მხოლოდ ერთი მოსწავლის წარმატებაზეა ორიენტირებული.
- ხდება თანატოლებთან ერთგვარი გაუცხოვება, სოციალური წრიდან მოწყვეტა.
მეორემხრივ, ინდივიდულური პროგრამის მეშვეობით მოსწავლე რეალურად იწყებს შესაძლებლობების გამოვლენას, აღმოაჩენს საკუთარ თავში ახალ, ინტელექტუალურ ძალას და იბრუნებს მოტივაციას რაც მისი წარმატების საწინდარია.
პროგრამის შედგენა ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს გუნდის მხრიდან. ყურადღება უნდა მოიექცეს მოსწავლის არამარტო ინტელექტუალურ,არამედ ფსიქო- ემოციურ ხასიათს, სოციუმთან მისი დამოკიდებულების დეტალებს.
როგორც აღინიშნა, აქსელერაციის პროგრამაში ჩართვა ხდება მხოლოდ მოსწავლესთან და მშობელთან წინასწარი შეთანხმებით.
ვეყრდნობით მოსწავლის აკადემიურ მონაცემებს, სოციალური უნარების დიაგრამის ანალიზს, დამრიგებლისა და მასწავლებლების რეკომენდაციებს.
საკითხს აქსელერაციული პროგრამის შედგენის შესახებ დეტალურად განიხილავს კათედრა და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.
პროგრამას უნდა ჰქონდეს როგორც წლიური, ასევე თემატური სასწავლო გეგმები, რომლებსაც შეიმუშავებს კათედრა, და რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება პროცესის მონიტორინგი.
გუნდი, რომერლიც ახორციელებს ინდივიდუალურ პროგრამას, რეგულარულ შეხვედრებს აწყობს თვეში ერთხელ. შეხვედრაზე განიხილება მიღწეული შედეგები, და პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება მუშაობის პროცესში.წინადადება ეძლევა შესაბამის კათედრას, რათა გამოიტანოს დასკვნები შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისთვის.
აუცილებელია შეხვედრებზე, შეფასდეს მოსწავლის ფსიქოლოგიური მზაობის საკითხი. უკვე აღინიშნა, რომ პროგრამის ნეგატიური მხარეა გაუცხოვება და არარეარული თვითშეფასების ჩამოყალიბება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პროგრამა შეწყდეს.
საყურადღებოა, რომ პროგრამა არ ატარებს სავალდებულო ხასითს და მოსწავლის სურვილისდა მიხედვით შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ ეტაპზე.