სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ:
სასკოლო სასწავლო გეგმით შეზღუდულია მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში, იგი არ აღემატება 16-ს, ხოლო ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კლასი საჭიროებიდან გამომდინარე იყოფა ორ ქვეჯგუფად.
სასკოლო სასწავლო გეგმა სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
აქედან გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ყველა სასწავლო დისციპლინის სწავლება.
I კლასში სავალდებულო საგნების ბლოკში ისწავლება: ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, ინგლისური ენა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა პირველ კლასში ისწავლება მეტყველების კულტურა.
მეორე კლასიდან ისწავლება საჭადრაკო ხელოვნება, რელიგიისა და კულტურის ისტორია.
მესამე კლასიდან ისწავლება რუსული ენა
მეექვსე კლასიდან – მეორე ევროპული ენა (გერმანული)
სკოლის მისიიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ეთმობა ქართული კულტურის შესწავლას; მე-4 კლასიდან სასწავლო გეგმაში შეტანილია ფოლკლორი.
მესამე საფეხურზე სრულად მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით გათვალისწინებული შედეგები.
ამისთვის სასწავლო გეგმა ითვალისწინებს სპეცკურსებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში. სასწავლო პროგრამაში შესულია ლოგიკა, ენობრივი და მათემატიკური უნარები.
მესამე საფეხურის სასწავლო რეჟიმი (სპეცჯგუფებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია, სასწავლო პროგრამები) როგორც საატესტატო, ისე ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების (რეპეტიტორების დახმარების გარეშე)სრულ გარანტიას იძლევა.
მომავალი სასწავლო წლიდან გამოცდების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადდა სასკოლო სასწავლო გეგმის ცვლილებები, რომელიც სრულად უპასუხებს აბიტურიენტთა მოთხოვნებს. მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგი ხდება სემესტრული სარეიტინგო წერებისა და გადასაყვანი გამოცდების საშუალებით.
სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი
ყველა კლასში ფართოდ არის დანერგილი ტურისტული ლაშქრობები და საწავლო ექსპედიციები, როგორს ჯანსაღი ცხოვრებისა და შემეცნების აქტიური საშუალება.
სპორტის სახეობა
სკოლა „ლაშარში“ ვაჟებისათვის სპორტის სახეობად, როგორც საგანი, ჩართულია ხელჩართული ბრძოლის ქართული სიტემა – „ხრიდოლი“. ქართული საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, საბრძოლო ხუთჭიდის სახით, 1997 წელს სკოლა „ლაშარის“ ბაზაზე იქნა დაფუძნებული. მხოლოდ შემდეგ მიბაძეს ჩვენს მაგალითს სხვა სკოლებმა. „ლაშარში“ დაწყებულმა საქმემ უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. დღეს „ხრიდოლი“, როგორც ხელჩართული ბრძოლის სიტემა, ინერგება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ სახეობის მიხედვით გადის წვრთნას შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული ჯგუფები. ხრიდოლის საბრძოლო სიტემის მიხედვით ვაჟების აღზრდა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მოსწავლეები მრავალმხრივი ფიზიკური წვრთნის გარდა, ხრიდოლის მხედრული კოდექსის – „სამამაცო ზნის“ საშულებით იძენენ რაინდულ თვისებებს და ყალიბდებიან ღირსეულ მოქალაქეებად.
გოგონები ქართული ცეკვების საგაკვეთილო საათზე სწავლობენ ქართული ცეკვების ილეთებს და დახვეწილი მოძრაობის მანერებს ეუფლებიან.
დასვენებებზე მოსწავლეებს დახურულ სპორტულ დარბაზში შეუძლიათ მაგიდის ჩოგბურთითა და კალათბურთით განტვირთვა.
სასწავლო პროექტები:
პროექტში – „ხელოვნების ისტორია“ მონაწილეობენ IX, X და XI კლასის მოსწავლეები. პროექტს ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.
(ფოტომასალა)
პროექტი „შენი სკოლა შენს გვერდით“ საშუალებას აძლევს „ლაშარში” ახალგადმოსულ მოსწავლეებს მათთვის სასურველ საგნებში გარკვეული დროის განმავლობაში დამატებითი მუშაობით აღმოფხვრან პროგრამული ჩამორჩენა და ჩაერთონ კლასის სასწავლო პროგრამაში. (მომსახურება ფასიანია)
სექტემბრიდან სკოლაში იმუშავებს მოსამზადებელი ცენტრი, რომელშიც დღის მეორე ნახევარში პროგრამაში ჩაბმის შესაძლებლობა მიეცემა სხვა სკოლების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს.
პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებით სფეროში:
- ქართულ ხალხურ საკრავთა წრე – მსურველებს სთავაზობს ქართულ ხალხურ საკრავებზე(ფანდურზე, ჩონგურზე, სალამურზე…) დაკვრის შესწავლას. წრეს ხელმძღვანელობენ ლადო და მარი ფილაურები. მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. მომსახურება ფასიანია.
- ქორეოგრაფიული წრე – სრული დატვირთვით მუშაობს ქორეოგრაფიული წრე. მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ცეკვების ხელოვნებას. წრეს ხელმძღვანელობს ზურაბ ჩიკვილაძე. მეცადინეობები ტარდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.