ზოგადი ამოცანები
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უზრუნველყოფა;
- მოსწავლეებისათვის თვითრეალიზების საშუალებების შექმნა;
- სასწავლო პროცესში დემოკრატიული პრინციპების დანერგვა;
- ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჰუმანური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა;
- მასწავლებელთათვის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
საფეხურები და ეტაპები
დაწყებითი საფეხურის მიზნები და ამოცანები
I ეტაპი
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ძირითადი სამეტყველო უნარები(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი).
- გამოუმუშაოს ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.
- გამოუმუშაოს საწყისი მონაცემების გადარჩევისა და ორგანიზების უნარი.
- გაუჩინოს ინტერესი გარემომცველი სამყაროს, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
II ეტაპი
- ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისათვის.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთრი ინტელექტუალური, ფიზიკური სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდება.
II საფეხური—–საბაზო
საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
- მიაღწევინოს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სკოლის მისიის დოკუმენტებში აღწერილ შედეგებს.
- ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისათვის.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის დამუშვებისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების მისაღებად.
III საფეხური
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
- შეუქმნას მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სასკოლო მისიით აღიარებული იდეალების მიღწევის პირობები.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მისაღებად.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები, რათა მან სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, თუ ჩაებას შრომით საქმიანობაში).