სკოლის მისია

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიღწევა  და ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც  მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს დაიმკვიდროს ადგილი ერთიან ევროპულ, თუ ცივილიზებული მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში.

 

  • ანალიტიკურ- ლოგიკური აზროვნების განვითარება მოსწავლეებში.
  • სასწავლო დისციპლინებში ზოგადი კანონზომიერების დანახვის უნარის  განვითარება.
  • თითოეული სასწავლო დისციპლინის, როგორც შემეცნების ერთიანი თეორიის ცალკეული რგოლის გაცნობიერება.
  • საზოგადოებასა და ბუნებაში ადამიანის ადგილის გააზრება

 

  1. ეროვნული ცნობიერების აღზრდა

 

„გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ ბედნიერებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს

„… ცალ–ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარებისა“

  1. ვაჟა–ფშაველა

 

  1. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა პატივისცემა

 

  • პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.
  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა თავისუფლებების ხელშეუხებლობა
  • კანონის უზენაესობის აღიარება.
  • თავისუფალი აზრის პატივისცემა
  • რასობრივი, რელიგიური, გენდერული თანასწორობა

 

 

  1. სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდა

      ზოგადი   ამოცანები

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეებისათვის თვითრეალიზების საშუალებების შექმნა;
  • სასწავლო პროცესში დემოკრატიული პრინციპების დანერგვა;
  • ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჰუმანური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით  შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • მასწავლებელთათვის პროფესიული ზრდის  ხელშეწყობა.

 

 

საფეხურები და ეტაპები

დაწყებითი საფეხურის მიზნები და ამოცანები

I ეტაპი   (I-IIIკლასები)

  • ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ძირითადი სამეტყველო უნარები(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი).
  • გამოუმუშაოს ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.
  • გამოუმუშაოს საწყისი მონაცემების გადარჩევისა და ორგანიზების უნარი.
  • გაუჩინოს ინტერესი გარემომცველი სამყაროს, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.

II ეტაპი   (IV – VI კლასები)

  • ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისათვის.
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთრი ინტელექტუალური, ფიზიკური სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად.
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდება.

 

 

 

II საფეხური—–საბაზო  (VII – IX კლასები)

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

 

  • მიაღწევინოს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სკოლის მისიის დოკუმენტებში აღწერილ შედეგებს.
  • ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისათვის.
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის დამუშვებისა და მისი გამოყენების  უნარ-ჩვევების მისაღებად.

 

III საფეხური      (X – XII კლასები)

საშუალო   საფეხურის ძირითადი ამოცანებია: 

  • შეუქმნას მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სასკოლო მისიით აღიარებული იდეალების მიღწევის პირობები.
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მისაღებად.
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები, რათა მან სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, თუ ჩაებას შრომით საქმიანობაში).

 

 სამოქმედო პროგრამა

 

  • გაკვეთილებზე  დიალოგური და დისკუსიური გარემოს შექმნა. მოსწავლეების  კამათსა და შინაარსიან საუბრებში, ჯგუფურ და გუნდურ სამუშაოებში ჩართვა;  მოსწავლეების წახალისება, რათა თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები  განსახილველი საკითხების ირგვლივ.
  • სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი რესურსებით უზრუნველყოფა. მოსწავლეებისათვის საშუალების მიცემა, რათა ისარგებლონ ბიბლიოთეკით, კომპიუტერული ცენტრით, სააქტო და სპორტული დარბაზებით, ასევე  სხვა რესურსებით. ადმინისტრაციის მხრიდან სკოლის მუშაკებთან, მშობლებთან ერთად  სასწავლო რესურსების უწყვეტად განახლება-გამდიდრება.

 

  • მოტივაციის შექმნა მოსწავლეებში მაღალი აკადემიური მოსწრების მისაღწევად.

მოსწავლეთა ინდივიდუალური და კოლექტიური აქტივობების წახალისება.

  • სასწავლო დისციპლინებში აქცენტის გაკეთება კლასიფიკაციასა და სისტემატიზაციაზე, განზოგადებასა და კერძო შემთხვევებზე, ანალიზსა და სინთეზზე, საგანთშორის კავშირებზე, ინტეგრირებულ გაკვეთილებზე.
  • საგნობრივ სასწავლო გეგმებში სასწავლო ექსკურსიების მხარდაჭერა დირექციის მხრიდან.
  • მიზნის მისაღწევად სასწავლო პროექტების, სასწავლო ექსპედიციების წახალისება.
  • სასკოლო შემოქმედებით ღონისძიებების როლის  გააქტიურება.
  • ქართული კულტურის ღრმად შესწავლის მიზნით სასკოლო სასწავლო გეგმაში ფოლკლორისა და მითოლოგიის კურსის შემოღება;
  • სადამრიგებლო პროგრამებში ღონისძიებების დაგეგმვა ეროვნული ცნობიერების აღზრდის მიზნით.

 

  • მოსწავლეთა საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერა.(ეკოლოგიური აქტივობები, ჰუმანიტარული აქციები და სხვა)
  • ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციების გაცნობა სასწავლო დისციპლინების საშუალებით.
  • ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, მოსწავლეთა უფლებების ასახვა სკოლის წესდებასა და  შინაგანაწესში.
  • პედაგოგიური კოლექტივისა და სკოლის ყველა სტრუქტურის მხრიდან მოსწავლეთა უფლებების სრული დაცვა.
  • საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა თვითმმართველობაში, მოსწავლეთა კლუბებში, სასკოლო ცხოვრების ყველა რგოლში  მოსწავლეთა თავისუფალი აზრის პატივისცემა, მათთვის აზრის გამოხატვის პირობების შექმნა.
  • აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპების აღიარება მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის.
  • მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის გაცნობა სასკოლო სასწავლო გეგმაში შესაბამისი სასწავლო კურსის შემოტანით.
  • მასწავლებელთა მიერ მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის ჩვენება;
  • სასკოლო ცხოვრებაში საშემსრულებლო დისციპლინის მიმართ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა მხრიდან;
  • მუშაკთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.  ადმინისტრატორებისა და პედაგოგების მონაწილეობა სხვადასხვა სემინარებსა და კონფერენციებში. პროფესიული ლიტერატურის გაცნობა;   საინტერესო გამოცდილების საგაკვეთილო პროცესში დანერგვა და  მიღებული შედეგების კოლეგებთან გაზიარება.
  • ყველა ამ პრინციპის აღიარება და მისი რეალური განხორციელება პედაგოგიურ კოლექტივში, საგნობრივ კათედრებზე, ადმინისტრაციაში, რათა მოსწავლეები გრძნობდნენ ისეთ სასკოლო გარემოს, რომელშიც აზრის გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია.
  • ისეთი სასკოლო სპორტული კომპლექსის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული  და სასკოლო  სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  ფიზიკური მომზადების პროგრამის განხორციელებას.
  • სასკოლო სპორტული კომპლექსის ბაზაზე შიდასასკოლო ტურნირების ორგანიზება;
  • სპორტულ კლუბებში მოსწავლეთა ჩაბმა და მუშაობის ორგანიზება.
  • ტურისტული კლუბის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.